ადგილი, სადაც თქვენს განცხადებას ამჩნევენ
pcmarket.ge პირველ რიგში კერძო გამყიდველების პლატფორმაა. მაღაზიებს ადგილი აქვთ — მაგრამ განგებ შეზღუდული, რომ ძიება კატალოგებად არ გადაიქცეს. ამიტომ აქ 50 განცხადებას იმაზე მეტი ყურადღება ხვდება, ვიდრე სხვაგან 500-ს.
- პაკეტები 29 ₾-დან
- წლიურზე 2 თვე საჩუქრად
- გაუქმება ნებისმიერ დროს
- ქვითარი ყოველ გადახდაზე
როგორ ვიცავთ დაფის ხარისხს
- ძიების ერთ გვერდზე ერთი მაღაზიის მაქსიმუმ 2 განცხადება ჩანს.
- მთავარი გვერდის „უახლესი განცხადებები“ მხოლოდ კერძო გამყიდველებისაა — მაღაზიებს ცალკე ბლოკი აქვთ.
- ძიების შედეგებში მაღაზიების წილი შეზღუდულია.
- მყიდველს ყოველთვის შეუძლია ფილტრი „მხოლოდ კერძო გამყიდველები“.
ეს წესები ყველა პაკეტზე ერთნაირად მოქმედებს — მათ შორის ჩვენს საკუთარ მაღაზიაზე. პაკეტი ყიდულობს ადგილს და ინსტრუმენტებს, არა უპირატესობას კერძო გამყიდველთან.
პაკეტები
კერძო
- 15 აქტიური განცხადება
- დღეში 5 დამატება
- კვირაში 5 უფასო აწევა
- პირადი ნივთის გასაყიდად
თუ პირად ნივთს ყიდი — სხვა არაფერი გჭირდება.
სტარტი
ან 290 ₾ წელიწადში — 2 თვე საჩუქრად
პატარა მაღაზიისა და სერვის-ცენტრისთვის.
- 20 განცხადება ძიებაში
- 100 კატალოგში — მაღაზიის გვერდზე
- დღეში 5 დამატება · კვირაში 5 აწევა
- მაღაზიის გვერდი
კიდევ 1 შესაძლებლობა
- საკუთარი მისამართი — pcmarket.ge/shop/შენი-მაღაზია
სტანდარტი
ან 590 ₾ წელიწადში — 2 თვე საჩუქრად
მოქმედი მაღაზიისთვის, რომელსaც მუდმივად აქვს მარაგი.
- 50 განცხადება ძიებაში
- 300 კატალოგში — მაღაზიის გვერდზე
- დღეში 10 დამატება · კვირაში 10 აწევა
- 10 ₾ VIP კრედიტი ყოველთვიურად
- მაღაზიის გვერდი
კიდევ 5 შესაძლებლობა
- საკუთარი მისამართი — pcmarket.ge/shop/შენი-მაღაზია
- ლოგო განცხადების ბარათზე
- ნიშანი „დადასტურებული მაღაზია“
- XML/CSV ფიდით ატვირთვა
- სრული სტატისტიკა (ნახვები, ზარები, შეტყობინებები)
პრემიუმი
ან 1 190 ₾ წელიწადში — 2 თვე საჩუქრად
დიდი ასორტიმენტისა და მუდმივი ნაკადისთვის.
- 120 განცხადება ძიებაში
- 800 კატალოგში — მაღაზიის გვერდზე
- დღეში 20 დამატება · კვირაში 20 აწევა
- 25 ₾ VIP კრედიტი ყოველთვიურად
- მაღაზიის გვერდი
კიდევ 7 შესაძლებლობა
- საკუთარი მისამართი — pcmarket.ge/shop/შენი-მაღაზია
- ლოგო განცხადების ბარათზე
- ნიშანი „დადასტურებული მაღაზია“
- XML/CSV ფიდით ატვირთვა
- სრული სტატისტიკა (ნახვები, ზარები, შეტყობინებები)
- სტატისტიკის ექსპორტი
- პრიორიტეტული მხარდაჭერა
ძიება და კატალოგი — რა განსხვავებაა
ძიება — საერთო სია, კატეგორიები და ფილტრები, სადაც ყველა მყიდველი ეძებს. პაკეტი განსაზღვრავს, რამდენი განცხადება გიჩანს იქ ერთდროულად; რომელი — თავად ირჩევ და ნებისმიერ დროს ცვლი.
კატალოგი — შენი მაღაზიის გვერდი, სადაც მთელი ასორტიმენტი დევს. ის ხელმისაწვდომია პირდაპირი ბმულით, ძიებიდან შენს პროფილზე გადასვლით და საძიებო სისტემებისთვის, მაგრამ საერთო სიას არ ავსებს.
გადახდა
- თვიური ან წლიური — წლიურ გამოწერაზე იხდი 10 თვის ფასს და იღებ 12-ს.
- ონლაინ — თანხა ჩამოიჭრება შიდა ბალანსიდან და პაკეტი მაშინვე აქტიურდება.
- გადარიცხვით — მიიღებ რეკვიზიტებს; გადარიცხვის შემდეგ ჩეკს აგზავნი მისამართზე sales@pczone.ge და ადმინისტრატორი მალევე გაააქტიურებს მაღაზიის სტატუსს.
- საანგარიშო პერიოდი იწყება გადახდის დღიდან და გრძელდება 30 დღე; განახლება ავტომატურია ბალანსიდან.
- ყოველ გადახდაზე გაიცემა ქვითარი საიდენტიფიკაციო ნომრის მითითებით.
- გაუქმება ნებისმიერ დროს — სერვისი უკვე გადახდილი პერიოდის ბოლომდე მუშაობს.
თუ ბალანსი განახლების დღეს არ აღმოჩნდა საკმარისი, მოქმედებს 5-დღიანი საშეღავათო ვადა — ამ დროს ყველაფერი ჩვეულებრივ მუშაობს. მხოლოდ შემდეგ იმალება განცხადებები; არაფერი იშლება — მონაცემები ინახება 90 დღე და გადახდისთანავე ყველაფერი ბრუნდება.
ვის სჭირდება მაღაზიის ანგარიში
კომერციულად ითვლება ანგარიში, თუ სახეზეა ერთ-ერთი მაინც:
- 30 დღეში განთავსდა 20 ან მეტი განცხადება;
- ერთდროულად დევს ერთი და იმავე მოდელის ორი ან მეტი ეგზემპლარი;
- ჭარბობს ახალი, შეუხსნელი პროდუქცია;
- აღწერაში, სათაურში ან ფოტოზე ჩანს მაღაზია, სერვისი, ფასების სია ან სამუშაო საათები.
თუ კერძო ანგარიში ამ ნიშნებს დააკმაყოფილებს, ჯერ მოგივა შეტყობინება და 7 დღე გექნება გადასასვლელად — ანგარიშს არავინ დაბლოკავს უფრთხილებლად. სრული წესები: წესები და პირობები.
ხშირად დასმული კითხვები
რა მოხდება, თუ გადახდას შევწყვეტ?
ჯერ მოქმედებს 5-დღიანი საშეღავათო ვადა — ამ დროს ყველაფერი ჩვეულებრივ მუშაობს. მხოლოდ შემდეგ იმალება განცხადებები. არაფერი იშლება: ფოტოები, ტექსტები და სტატისტიკა ინახება 90 დღე და გადახდის განახლებისთანავე ყველაფერი ავტომატურად ბრუნდება.
შემიძლია თუ არა კერძო ანგარიშით დავრჩე?
თუ პირად ნივთს ყიდი — რა თქმა უნდა, კერძო ანგარიში უფასოა და არავითარი გადახდა არ გჭირდება. თუ ანგარიში კომერციული ნიშნებით იმუშავებს, ჯერ მიიღებ შეტყობინებას და 7 დღეს გადასასვლელად — ანგარიშს არავინ დაბლოკავს უფრთხილებლად.
მივიღებ თუ არა ანგარიშ-ფაქტურას?
დიახ. ყოველ გადახდაზე გაიცემა ქვითარი საიდენტიფიკაციო ნომრის მითითებით — ბუღალტრისთვის გამოსადეგი დოკუმენტი.
შემიძლია პაკეტის შეცვლა შუა თვეში?
უფრო დიდ პაკეტზე გადასვლა შესაძლებელია ნებისმიერ დროს — მიმდინარე პერიოდის გამოუყენებელი დღეები კრედიტად ჩაითვლება ახალ ღირებულებაში. უფრო მცირეზე გადასვლა ძალაში შედის მიმდინარე პერიოდის დასრულების შემდეგ.
რა ხდება ლიმიტზე მეტ განცხადებასთან?
ძიების ლიმიტზე მეტი ავტომატურად გადადის კატალოგში — მაღაზიის გვერდზე ის ხელმისაწვდომი რჩება. რომელი 50 ჩანს ძიებაში, თავად ირჩევ და ნებისმიერ დროს ცვლი.