Pczone.ge × PC მარკეტიერთობლივი გათამაშება

მოიგე i5-12400F | GTX 1660 Super 6 GB | RAM 16 GB | H610 | SSD 512 GB

დარეგისტრირდი PC მარკეტზე და მიიღე ბილეთი. დაამატე 2 განცხადება, შეავსე პროფილი, გააზიარე საიტი და სულ 7 ბილეთამდე მიიღებ — მეტი ბილეთი, მეტი შანსი.

0დღე
00საათი
00წუთი
00წამი
ვმონაწილეობ 0 მონაწილე · 0 ბილეთი

მიღება: 7 ნოემბერი — 30 ნოემბერი, 03:53

i5-12400F | GTX 1660 Super 6 GB | RAM 16 GB | H610 | SSD 512 GB
ღირებულება: 2 300 ₾ ნახე Pczone.ge-ზე →

გადაცემა Pczone.ge-ს ფილიალში

მიიღე მონაწილეობა

მონაწილეობა უფასოა. პირველი ბილეთი — მაშინვე, დანარჩენი — ქვემოთ ჩამოთვლილი ნაბიჯებით.

მონაწილეობისთვის საჭიროა PC მარკეტის ანგარიში და დადასტურებული ელფოსტა.

როგორ მივიღო მონაწილეობა

დარეგისტრირდიშექმენი ანგარიში PC მარკეტზე და დაადასტურე ელფოსტა.1 ბილეთი
დაამატე 2 განცხადებაყოველი დამტკიცებული განცხადება გათამაშების პერიოდში — 2 ბილეთი. ითვლება 2 განცხადება.+4 ბილეთი
შეავსე პროფილიდაამატე ფოტო, ტელეფონის ნომერი და ქალაქი.+1 ბილეთი
გააზიარე საიტიგააზიარე PC მარკეტის მთავარი გვერდი შენს Facebook-ზე, საჯაროდ.+1 ბილეთი
უყურე ლაივსგამარჯვებულს ლაივში გამოვავლენთ PC მარკეტის Facebook გვერდზე.მაქს. 7 ბილეთი

მთავარი წესები

  • მონაწილეობს ყველა კერძო მომხმარებელი — ახალიც და უკვე დარეგისტრირებულიც. ასაკი 18+.
  • ბილეთს იძლევა მხოლოდ გათამაშების პერიოდში დამატებული და დამტკიცებული განცხადება — თითოზე 2 ბილეთი, მაქსიმუმ 2 განცხადება.
  • განცხადება თქვენი კუთვნილი ნივთის უნდა იყოს. სხვისი განცხადების ან ფოტოს კოპირება მონაწილეობიდან მოხსნას იწვევს.
  • წაშლილი ან უარყოფილი განცხადების ბილეთი არ ითვლება. ბილეთები საბოლოოდ მიღების დასრულებისას ითვლება.
  • გაზიარების ბილეთი ითვლება მხოლოდ საჯარო გაზიარებით — გამარჯვებულმა უნდა წარმოადგინოს.
  • მაღაზიის ანგარიშები მონაწილეობას არ იღებენ.
  • გამარჯვებულის განცხადებები მოწმდება. გამარჯვებულს 7 დღე აქვს გამოსაპასუხებლად, წინააღმდეგ შემთხვევაში პრიზი სათადარიგოს გადაეცემა.
  • ორგანიზატორი: Pczone.ge.

გათამაშება ლაივში

PC მარკეტის Facebook გვერდზე. ბილეთის ნომერს შემთხვევითი რიცხვების დამოუკიდებელი სერვისი აირჩევს, ყველას თვალწინ.

გამოიწერე PC მარკეტი გამოწერა სავალდებულო არ არის — შედეგებს იქ ვაცხადებთ.

ხშირი კითხვები

თუ უკვე მაქვს ანგარიში, ვმონაწილეობ?

კი. დააჭირე „ვმონაწილეობ“ და 1 ბილეთს მიიღებ. 2 ახალი განცხადება (თითო 2 ბილეთი), პროფილის შევსება და საიტის გაზიარება კიდევ 6-ს დაგიმატებს.

მესამე განცხადება ბილეთს მომცემს?

არა, ითვლება 2 განცხადება. თუ ერთ-ერთს უარყოფენ ან წაშლი, მის ადგილს შემდეგი დამტკიცებული დაიკავებს.

ძველი განცხადებები ითვლება?

არა — მხოლოდ გათამაშების პერიოდში დამატებული.

როგორ გავიგო, რომ მოვიგე?

დაგიკავშირდებით ელფოსტით, ტელეფონით და საიტის შეტყობინებით. შედეგი ამ გვერდზეც გამოქვეყნდება.